ლონდონში პატარკაციშვილის და სხვა 13 უცნაური სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ

ბრიტანეთის პარალმენტის დეპუტატები ქვეყნის შს მინსიტრის ამბერ რადისგან, რომელმაც დღეს საგანგებო კომიტეტის COBRA-ს სხდომა ჩაატარა, რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემთხევვის გამო, საგულდაგულოდ გამოიძიონ ბრიტანეთში მომხდარი 14 მოულოდნელი ან საეჭვო შემთხვევები, რომლის შემდეგადაც სიკვდილი დადგა.
შინაგან საქმეების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ივეტ კუპერმა შს მინისტრს მიმართა ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოს დაავალოს 14 სიკვდილის გამოძიება, რომელიც ბრიტანეთის პოლიციას საეჭვოდ არ ჩაუთვლია, მაგრამ აშშ თვლის, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს უკავშირდება.
გარდაცვლილთაგან უმეტესობა ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის ან რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს ახლობლები იყვნენ. ლიტვინენკოც 2006 წელს მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

მიმართვაში 14 დასახელებულ შემთხვევებს შორის ნახსენებია ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც 2008 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა.
“ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვიული ბორის ბერეზოვსკის უახლოესი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო. 2001 წლამდე მას რუსეთში ჰქონდა ბიზნესი, 1995-2001 წლებში რუსულ არხებზე ОРТ და ТВ-6 ხელმძღვანელ თანამდებობეზე იყო. 2001 წლის ივნისში რუსეთის გენპროკურატურამ პატარკაციშვილი და მისი ორგანიზაცია აეროფლოტის გენერალური დირექტორის ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევაში დაადანაშაულა. პატარკაციშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს – ამ დროს ის უკვე საქართველოში იყო, რუსეთი საქართველოსგან მის გადაცემას მოითხოვდა. 2008 წლის იანვარში ბიზნესმენი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, სადაც მესამე ადგილზე გავიდა. იმავე წლის თებერვალში გულის შეტევით საკუთარ სახლში, ლონდონში გარდაიცვალა” – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაში​ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ,,ქართული ლეგიონის,, მეთაურს პენტაგონში ელიან