ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო სომალალი ნორვეგიელი დააკავეს

პოლიციამ, დღეს ბრიტანეთში მომხდარი თავდასხმის მოწყობის ბრალდებით სომალელი, რომელსაც ნორვეგიის მოქალაქეობა აქვს დააკავა – The Guardian-ი წერს.
“ამ ეტაპისთვის  ვფიქრობთ, რომ ეს სპონტანური თავდასხმაა და მსხვერპლიც სპეციალურად არ ყოფილა შერჩეული”  – განაცხადეს სკოტლანდ-იარდში. ლონდონის პოლიციის უფროსის თანაშემწემ, მარკ როულმა  განაცხადა , რომ თავდამსხმელი უკვე დაკითხეს და გამომძიებლები მის ოჯახს ესაუბრნენ.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს გამოძიება მისი ტერორისტებთან შესაძლო კავშირის დასადგენად.
დილით სომალელი ნორვეგიელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 60 წლის აშშ-ს მოქალაქე გარდაიცვალა. 5 გამვლელი კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაში2016 წლის არჩევნებისთვის აკრედიტაციების გაცემის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს