ლონდონში კემერონის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი მიმდინარეობს

7მომიტინგეები პრემიერის რეზიდენციასთან დაუნინგ-სტრითის 10 ნომერთან შეიკრიბნენ და სასტუმრო Grand Connaught Rooms-თან გაჩერდნენ, სადაც კონსერვატიული პარტიის სეზონური კონფერენცია იმართება. დემონსტრანტებმა სასტუმროს ალყა შემოარტყეს. მათ სხვადასხვა პლაკატები უჭირავთ, მათ შორის “კემერონი უნდა გადადგეს”.
მომიტინგეთა რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. გამოცემა Huffington Post წერს, რომ პროტესტის მონაწილეები რამდენიმე ათასია, ამავე დროს “ბიბისის” კორესპონდენტის ცნობით, მიტინგში მხოლოდ 150 ადამიანი მონაწილეობს.
სასტუმროს შესასვლელთან პოლიცია დგას.
“ტვიტერში” პოპულარული ხდება ჰეშთეგი #ResignCameron (კემერონი გადადდეს).
პროტესტის მიზეზი 3 აპრილს საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებლების მიერ გამოქვეყნებული ე.წ. “პანამური დოკუმენტი” გახდა, სადაც სხვა მრავალ მონაცემთა შორის, საუბარი იყო დევიდ კემერონის მამის მიერ ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაზე, რომლის წილსაც პრემიერი ფლობს.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი: ბაქოსა და ერევანისთვის იარაღის მიწოდება გარდაუვალია
შემდეგი სტატიაჯონ კერი ქაბულში ჩავიდა