დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია იმართება.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ემიგრანტები მსჯავრდადებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიას სასამართლომ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა კახა კალაძის პლაკატზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო მიუსაჯა.
პარალელურად, მწვავდება შეშფოთება პოლიტიკოსის ჯანმრთელობის გარშემო — ადვოკატის განცხადებით, ხოშტარიას მდგომარეობა საპატიმროში მკვეთრად გაუარესდა, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ეფექტურ მკურნალობას არ უზრუნველყოფს.















