ლონდონში ბიბისის შტაბ-ბინა ბომბის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუირებულია

კორპორაცია ბიბისის ლონდონის შტაბ-ბინა ნაწილობრივ ევაკუირებულია საეჭვო მანქანაზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ. The Independent წერს, რომ პორტალ პლეისის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.
“სრული ევაკუაცია საეჭვო ავტომანქანის გამო განხორციელდა” – განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა. ბიბისის გვერდზე აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს ჩინეთის, პოლონეთის და კენიის საელჩოები.

ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშისტამბულის მთავრობა მეტროში აფეთქების მიზეზებს ადგენს
შემდეგი სტატია„თქვენ დიდი ხანია ელოდებით და კიდევ ერთი დღე მოგიწევთ დალოდება”