ლონდონში ბერეზოვსკის მეგობრის მკვლელობის საქმეზე პოლიცია ეჭვმიტანილ მანქანას ეძებს

ბრიტანეთის პოლიცია ეძებს მანქანას და მის მძღოლს, რომელიც რუსი ნიკოლაი გლუშკოვის სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე შეამჩნიეს მის სახლთან. გლუშკოვის სიკვდილიდან გასული თვეების შემდეგაც სამართალდამცველებმა ვერ დაადგინეს ავტომობილის წარმომავლობა და მისამართი. პოლიცია თვლის, რომ Volkswagen-ის მძღოლის იდენთიფიცირება 68 წლის რუსის სიკვდილის გარემოებების დადგენაში დაეხმარებათ.
მანქანა ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
საერთო ჯამში საქმის გამოძიების მსვლელობისას პოლიციამ 286 ადამიანის ჩვენება მოისმინა და 159 მოწმე დაკითხა. პოლიცია თანამემამულეებს მიმართავს და სთხოვს ნებისმიერი სახის ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ ბრიტანულ ნომერზე 0800 789 321 – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ნიკოლაი გლუშკოვი და ცნობილი რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი რუსეთში ერთად აწარმოებდნენ ბიზნესს.

banner
წინა სტატიაშიქ. გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიტალიაში საავტომობილო ხიდის ჩამოშლას თერთმეტი ადამიანი ემსხვერპლა