ლონდონსა და ბრიუსელს შორის ფინანსური კონფლიქტი მწიფდება

დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მორიგი კონფლიქტი მწიფდება – ამჯერად ფინანსურ მოვალეობებთან დაკავშირებით, რომელიც ლონდონს “ბრეკსიტის” გამო გაუჩნდა. ბრიუსელი გაერთიანებული სამეფოსგან 47,5 მილიარდ ევროს ითხოვს ევროკავშირში ყოფნისას საკუთარი მოვალეობების ბოლომდე შეუსრულებლობის გამო. თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობა ირწმუნება, რომ უფრო ნაკლები აქვთ გადასახდელი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გამოთვლებით სულ საუბარია 40-45 მილიარდ ევროზე – 9 ივლისს გაავრცელა – “დოიცე ველე” წერს.

ევროკომისია, ასევე თვლის, რომ წლის ბოლომდე ლონდონმა 6,8 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს. ამ თანხის პირველი ნაწილი უკვე მიიღეს – ევროპის კომისიაში თქვეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო მოსკოვში თანამშრომელთა რაოდენობას შეამცირებს
შემდეგი სტატიაპოლონეთმა ლიეტუვადან შესული მიგრანტები უკან გააბრუნა