ლონდონმა უკრაინელი სამხედროების სწავლების პროგრამა გააგრძელა

დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა უკრაინელი სამხედროების სწავლების პროცესი. გაერთიანებული სამეფო ქვეყანაში 2018 წლის დასაწყისამდე დარჩება, რომლის მანძლზეც ბრიტანელი სამხედროები საკუთარ გამოცდილებას გაუზარებენ უკრაინელებს -ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა.
“ბრიტანული პროგრამის გაგრძელება აშკარა გზავნილია იმისი, რომ ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ და მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტეროტორიულ მთლიანობას ვაღიარებთ” – დღეს The Independent-ი მინისტრთან ინტერვიუს ბეჭდავს.

2017 წლის მარტისთვის ბრიტანელი ინსტრუქტორები 5 ათას უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებენ.

banner
წინა სტატიაშიაქცია-პერფორმანსი რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან
შემდეგი სტატიადღეს რომის პაპი 80 წლის გახდა