ლონდონმა „რუსნეფტს“ სანქციები დაუწესა

ლონდონმა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის, სანქციები დაუწესა – დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს კიდევ სამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Татнефт-ს, Руснефтегаз-სა და ННК-Ойл-ს.

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

დიდი ბრიტანეთის შეზღუდვები სულ შეეხება 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან.

banner
წინა სტატიაში“მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი კი არა პატრიოტია” – ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატია“რას გააკეთებს აშშ, თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით?!” – ზელენსკი