ლონდონმა მოსკოვი და თეირანი სირიის კონფლიქტში უსარგებლოდ მიიჩნია

ლონდონმა მოსკოვი და თეირანი სირიის კონფლიქტში უსარგებლოდ მიიჩნია

ლონდონმა მოსკოვი და თეირანი სირიის კონფლიქტში უსარგებლოდ მიიჩნიაირანი და მოსკოვი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ სარგებლის მოტანას სირიაში სამშვიდობო პროცესის დამყარების პერიოდში. ამის შესახებ დღეს განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილინ ჰემონდმა – ცნობას “როიტერსი” ავრცელებს.
შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ თეირანი მოსკოვზე სასარგებლო აღმოჩნდეს, ოფისის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არ თვლის, რომ რომელიმე შეიძლება ასეთი იყოს. “რუსეთი და ირანი სირიის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ და ირანელები, ისევე, როგორც რუსები, ამ რეჟიმის სისასტიკის ხაზს იცავენ” – განაცხადა ჰემონდმა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის “წაკითხვა” შეუძლებელია. “მას ვაკვირდებოდი საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციიდან და მივხვდი, რომ არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი სწავლობდით მას. თქვენ ყველაფერს ვერ დაინახავთ – ის სრულიად უპროგნოზოა” – განაცხადა დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე – ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას “საგანგაშოს” უწოდებს