ლონდონმა დაადასტურა, რომ კარაჯიჩს ბრიტანეთის ციხეში გადაიყვანენ

ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი, რომელსაც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილ იუგოსლავიაში გენოციდის მოწყობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, დარჩენილ სიცოცხლეს ბრიტანეთის ციხეში გაატარებს.

2016 წელს სასამართლომ მას 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, 2019 წელს ის სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. 75 წლის კარაჯიჩს 1995 წელს სრებრენიცაში 7 ათასზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცისა და მოზარდის ამოხოცვაში ედება ბრალი. ეს მოვლენები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამაოგნებელი იყო თავისი სისასტიკითა და მასშტაბით – “ბიბისი” წერს.

გარდა ამისა, რადოვან კარაჯიჩს ბრალი ედება სარაევოზე თავდასხმაში, რომელიც სამი წელი გრძელდებოდა და რომლის დროსაც 10 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, ლონდონი კარაჯიჩის ერთ-ერთ თავის ციხეში გადაყვანას იმიტომ დათანხმდა, რომ ბრიტანეთს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ კარაჯიჩის სრებრენიცას გენოციდში ბრალეულობა დაემტკიცებინა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში ძველისძველი კუნძულისთვის ზედამხედველის ვაკანსიაა გამოცხადებული
შემდეგი სტატიადღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება