ლონდონის პოლიცია: ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის მეგობარი გლუშკოვიც მოკლულია

რამდენიმე წუთის წინ ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის მეგობარი ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს, მოკლულია. მის სხეულზე ძალადობის კვალი დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს

რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პარალმენტის დეპუტატებმა ქვეყნის შს მინსიტრის ამბერ რადისგან საგანგებო კომიტეტის COBRA-ს სხდომაზე რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემთხვევის გამო მიმართეს და მოითხოვეს საგულდაგულოდ გამოიძიონ ბრიტანეთში მომხდარი 14 მოულოდნელი ან საეჭვო შემთხვევები, რომლის შემდეგადაც სიკვდილი დადგა.

შინაგან საქმეების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ივეტ კუპერმა შს მინისტრს მიმართა ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოს დაავალოს 14 სიკვდილის გამოძიება, რომელიც ბრიტანეთის პოლიციას საეჭვოდ არ ჩაუთვლია, მაგრამ აშშ თვლის, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს უკავშირდება.
გარდაცვლილთაგან უმეტესობა ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის ან რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს ახლობლები იყვნენ. ლიტვინენკოც 2006 წელს მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

მიმართვაში 14 დასახელებულ შემთხვევებს შორის ნახსენებია ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც 2008 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა.
“ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვიული ბორის ბერეზოვსკის უახლოესი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო. 2001 წლამდე მას რუსეთში ჰქონდა ბიზნესი, 1995-2001 წლებში რუსულ არხებზე ОРТ და ТВ-6 ხელმძღვანელ თანამდებობეზე იყო. 2001 წლის ივნისში რუსეთის გენპროკურატურამ პატარკაციშვილი და მისი ორგანიზაცია აეროფლოტის გენერალური დირექტორის ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევაში დაადანაშაულა. პატარკაციშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს – ამ დროს ის უკვე საქართველოში იყო, რუსეთი საქართველოსგან მის გადაცემას მოითხოვდა. 2008 წლის იანვარში ბიზნესმენი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, სადაც მესამე ადგილზე გავიდა. იმავე წლის თებერვალში გულის შეტევით საკუთარ სახლში, ლონდონში გარდაიცვალა” – რამდენიმე დღის წინ წერდა “ბიბისი” ბადრი პატარკაციშვილზე.

banner
წინა სტატიაშისაზმაუს სამეურვეო საბჭოში ევროპული საქართველოს კანდიდატი ნინია კაკაბაძე იქნება
შემდეგი სტატიარუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი დაიკეტება