ლონდონის მეტროს აფეთქებაში ბრალდებულმა წვრთნები ტერორისტებთან გაიარა

ლონდონში მეტროსადგურ “პარნს-გრინის” აფეთქების საქმეზე მოსმენები დაიწყო. სხდომაზე გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, ტერაქტამდე 20 თვით ადრე, ბრიტანეთის შსს-ს თანამშრომელთან საუბარში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ერაყში, “ისლამური სახელმწიფოს” საწვრთნელ ბაზაზე მან წვრთნები გაიარა. მამაკაცი ბრიტანეთში 2015 წელს სატვირთო მანქანით არალეგალურად შევიდა.

შსს-ს თანამშრომელთან გასაუბრების დროს შეკითხვაზე, იყო თუ არა ის “ისლამურ სახელმწიფოში”, მან უპასუხა, რომ ტერორისტებმა ის ძალით გაიტაცეს მუქარით, რომ თუკი არ წავიდოდა, მამას და ძმას დაუხოცავდნენ და საწვრთნელ ბაზაზე გააგზავნეს. ბანაკში მას ასწავლიდნენ მოკვლას, ამასთანავე, თქვა, რომ სწავლება რელიგიური იყო. ის უარყოფდა, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” ევროპაში გააგზავნა.
ასევე, სასამართლოში ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომელიც დაიკითხა, რომელიც არაბულად საუბრობს, მან თქვა, რომ მოსმენაზე ბრალდებულმა თითქოს წაიმღერა ტექსტი სიმღერიდან, სადაც ნათქვამია “ჩვენ მოვალთ თქვენთან და თქვენს ქვეყანაში ხოცვა-ჟლეტას მოვაწყობთ”.

ეჭვმიტანილმა წაყენებული ბრალი უარყო, თუმცა, თავდაპირველად განაცხადა, რომ მომხდარზე თვითონ იღებს პასუხისმგემლობას.

ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მეტროსადგურში აფეთქდა, ხელნაკეთი იყო, მისი დამზადებისთვის საჭირო ნივთები (ჭანჭიკები, ხრახნები და სხვა) ამაზონზე იყო ნაყიდი და მიმღებ პირად მითითებული იყო ჰასანის მეგობარი.
18 წლის აჰმედ ჰასანი მოხუცი წყვილის სახლში ცხოვრობდა, რომლებმაც 40 წლის მანძილზე საკუთარ სახლში 300-ზე მეტ მოზარდს მისცეს თავშესაფარი.

მეტროში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მძიმე დამწვრობებით.

banner
წინა სტატიაში“თავხედური და ურცხვი საქციელია” – ბრიტანეთის შს მინისტრი რუსეთის ყოფილი აგენტის მოწამვლაზე
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების პრობლემის მოგვარებისთვის მზადყოფნა, შედეგს მალე მოიტანს – დიმიტრის ავრამოპულოსი მიგრაციის ზრდაზე