ლონდონის მერმა ობამა პირფერობაში დაადანაშაულა

maლონდონის მერმა, ბორის ჯონსონმა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირფერობაში დაადანაშაულა, მისი ევროკავშირიდან ბრიტანეთის შესაძლო გამოსვლის გამო გამოთქმული მოსაზრებისთვის. „ბიბისისთან“ ინტერვიუში ჯონსონმა, რომელიც მხარს უჭერს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი რჩევების გაკეთებისას, თვითონ ამერიკელებს არ უნდათ საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვა, რასაც ბრიტანელებისგან ითხოვენ.
„საკმაოდ უცნაურად მეჩვენება, რომ ამერიკელები გვასწავლიან იმას, როგორ უნდა ვთქვათ უარი სუვერენიტეტზე იმ დროს, როცა ისინი, თვითონ არც აწერენ ხელს, მაგალითად, კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართოლოს არსებობის შესახებ“ – განაცხადა მერმა.
როგორც ადრე ბრიტანეთის პრესამ გაავრცელა, მომავალ კვირას ობამას ლონდონში ვიზიტისას, აშშ-ს პრეზიდენტი ბრიტანელებს მოუწოდებს არ გავიდნენ ევროკავშირიდან. თეთრმა სახლმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ობამას მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის მიუხედავად, ბრიტანელები საკუთარ არჩევანს გააკეთებენ.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიშსს თერჯოლაში პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდებზე ზეწოლას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიასროლა სტამბოლის სავაჭრო ცენტრში