ლონდონის მერის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოწოდების შემდეგ ფუნტი დაეცა

ლონდონის მერის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოწოდების შემდეგ ფუნტი დაეცა

უკანასკნელი 7 წლის მანძილზე ბრიტანული ფუნტი რეკორდული მაჩვენებლით დაეცა მას შემდეგ, რაც ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოწოდება გააკეთა.
ფუნტი მსოფლიოს თექვსმეტივე ვალუტასთან მიმართებაში დაეცა.
ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებაში 2,1%-ით გაიაფდა – მას უკანასკნელად იგივე მაჩვენებელი 2009 წელს ჰქონდა.
ექსპერტების თქმით, ტენდენცია რეფერენდუმამდე შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის შესახებ მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშინორვეგიაში ოთხი მიგრანტი ნაცნობის გაუპატიურებაშია ბრალდებული
შემდეგი სტატია(ვიდეო) აშშ-მ და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს