ლონდონის ყოფილმა მერმა ჰიტლერს სიონისტი უწოდა

14ლონდონის ყოფილმა მერმა და ლეიბორისტული პარტიის წევრმა კენ ლივინგსტონმა მესამე რეიხის ფიურერს ადოლფ ჰიტლერს სიონისტი უწოდა. პოლიტიკოსის სიტყვას დღეს The Independent-ი ციტირებს.
“მოდი, გავიხსენოთ – როცა ჰიტლერმა პირველად გაიმარჯვა არჩევნებში 1932 წელს, მისი პოლიტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ ებრაელები ისრაელში დაებრუნებინა. ის სიონიზმს უჭერდა მხარს. ეს მანამდე იყო, სანამ ის ჭკუიდან გადავიდოდა და საბოლოოდ 6 მილიონ ებრაელს მოკლავდა”- განაცხადა ლივინგსტონმა.

ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობა მაშინათვე გაემიჯნა მის განცხადებას. ლონდონის ყოფილ მერს ასევე პარტიის წევრობა დროებით შეუჩერდა.

სიონიზმი ეს არის იდეოლოგიური კონცეფცია, რომლის მთავარი იდეა ებრაელი ხალხის გაერთიანება და აღზევებაა მათ ისტორიულ სამშობლო, ისრაელში.

banner
წინა სტატიაშიჩინურმა არაყმა Johnnie Walker-ს ყველაზე ძვირ ალკობრენდებში გადაასწრო
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 70 %-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება – IRI ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს