ლონდონის იურიდიული ფირმა “ბრექსითის” პროცედურებს აპროტესტებს

ლონდონის იურიდიული ფირმა

6ლონდონის იურიდიულმა ფირმამ Mishcon de Reya, რომელიც ბიზნესმენებისა და სწავლულების ინტერესებს წარმოადგენს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის შედეგების რეალიზების პროცესის გაპროტესტება დაიწყო.
ადვოკატებმა წერილი ბრიტანეთის პარლამენტს გაუგზავნეს, რომელმაც უკვე გააკეტა განცხადება, რომ პროცესის იურიდიული პროცედურები დაიწყო.

ფირმის კლიენტების თქმით, ბრიტანეთის კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საპარლამენტო აქტს შეუძლია ევროკავშირის 50-ე მუხლის ამოქმედება.
ნებისმიერი პრემიერი, რომელიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღეს, არღვევს ევროპული თანამეგობრობის 1972 წლის აქტს, რომელსაც ბრიტანეთმა ხელი მოაწერა და რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება. შეთანხმების გასაუქმებლად საჭიროა სხვა საკანონმდებლო აქტი – წერენ იურისტები.
“რეფერენდუმის შედეგები ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მისი რეალიზაციისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაა მოსამზადებელი” – ამბობენ ფირმაში.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობა” ეხმაურება
შემდეგი სტატიანატო გააგრძელებს საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას