BBC-ის ინფორმაციით, ლონდონის გარეუბანში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში ებრაული თემის წარმომადგენლებს დაესხა თავს. მამაკაცი ებრაული საზოგადოება „შომრიმის“ წარმომადგენლებმა დააკავეს.
ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა. თავდამსხმელი დაკავებულია.
















