ლონდონის ცენტრალური მეტროს სადგურებში საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანერების განთავსება მარკეტინგულ კამპანიის ფარგლებში მოხდა.
როგორც ტურიზმის ეროვნული სააგენტო აცხადებს, ვიზუალური მასალა ლონდონის მეტროს მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურას, ქალაქებსა და სხვა საინტერესო ტურისტულ მიმართულებებს.















