ლონდონი ქვეყანაში რუსეთისა და ჩინეთის მოქმედებების გამო ახალ კანონს მიიღებს

ყველა პირი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქვეყნების სახელით მუშაობს, ვალდებული იქნება ოფიციალურად დარეგისტრირდეს – ასეთ ზომებს ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი მტრულ სახელმწიფოთა წინააღმდეგ ზომების შესახებ – ბრიტანული “სანი” წერს ორშაბათს, 19 აპრილს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. ქვეყნის პრემიერი ბორის ჯონსონი დოკუმენტის შესახებ ოფიციალურად 11 მაისს გააკეთებს განცხადებას, მას შემდეგ, რაც დედოფალი ელისაბედ მეორე თავისი ყოველწლიური სიტყვით გამოვა პარლამენტში.

გარდა ამისა, ლონდონი სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონს განაახლებს მათ მიმართ, ვინც ბრიტანული ინტერესების მოშლას ცდილობენ ქვეყანაში, მათ შორის, ჰაკერებთან მიმართებაში. გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონი შეშფოთებულია რუსეთისა და ჩინეთის ბრიტანეთში მოქმედებების გამო, რამაც მას აღნიშნული კანონების მიღება გადააწყვეტინა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიკორძაია – ნიკა მელიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ საქართველოში გამწვანების აქცია გამართა