ლონდონი ნატოს რუსეთის შეკავების მიზნით სამხედრო პოტენციალის გაზრდისკენ მოუწოდებს

ნატო რუსეთის საზღვრებთან 4 ათას სამხედროს დააყენებს

სამიტამდე ორი დღით ადრე ლონდონი ნატოს რუსეთის შეკავების მიზნით სამხედრო პოტენციალის გაზრდისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ მოხსენებაშია საუბარი, რომელშიც საქართველოის ტერიტორიების ოკუპაციაც არის ნახსენები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ უნდა განიხილებოდეს ცალ-ცალკე საკითხად და ეს წარმოადგენს მოსკოვოს გლობალური გავლენის აღდგენის მცდელობას.

“ალიანსმა უნდა გააძლიეროს თავდაცვა, გადახედოს რუსეთის შეკავების საშუალებებს და სამხედრო კონფრონტაციის რისკის შესამცირებლად მოსკოვთან დიალოგი აღადგინოს” – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მოსკოვის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაფართოების მომხრეცაა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას კომიტეტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს ულოცავს