ლონდონი ევროკავშირიდან ბრიუსელთან შეთანხმებულ დროს აპირებს გასვლას

ლონდონის მიზანია ბრიუსელთან მოწესრიგებულ “ბრექსიტს” მიაღწიოს – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერესა მეიმ 21 იანვარს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან, ასევე, ევროკავშირიდან გასვლის გეგმა “ბე” წარადგინა. ასეთი გამოსვლის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა მეისა და ევროკავშირის შეთანხმებას “ბრექსიტის” შესახებ ხმა არ მისცა – “დოიჩე ველე” წერს.
მეის თქმით, ბევრი მოუწოდებს ბრიტანეთს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავიდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის გაუქმებას ნიშნავს. მან, ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი დათქმულ დროს გავა ევროკავშირიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ევროკავშირთან შეთახმების დარღვევა და “ბრექსიტის” შესახებ რეფერენდუმის სულისკვეთების საპირისპირო მოქმედება იქნება – თქვა მეიმ.

გეგმა “ბეს” სამეფოს პარლამენტი კენჭს 29 იანვარს უყრის.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაისრაელში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა