ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაინიცირებულ კანონპროექტზე მედიისგან შეიტყო

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მისთვის უცნობი იყო, რომ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა. თოლორაიას იმედი აქვს, რომ ეს პროცესი შეჩერდება.

„2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!“, – წერს ლონდა თოლორაია Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: მოსალოდნელია, „ომიკრონის“ გამო, შემთხვევებმა მოიმატოს…შეიძლება 10 000-ზეც ავიდეთ
შემდეგი სტატიაკობახიძე: როდესაც ქვეყანაში არის 2 მთავარი პოლიტიკური ძალა და ერთ-ერთი დამნაშავე ძალაა