ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ – „წარმატების მნიშვნელოვან წინაპირობად მიმაჩნია გამჭვირვალობა და ღიაობა“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატს, ლონდა თოლორაიას უსმენენ. თოლორაია ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დეპარტამენტის დირექტორია. სხდომაზე ლონდა თოლორაია სიტყვით წარსდგა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევში, მის სამოქმედო გეგმებსა და გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არსებულ ინსტიტუტებს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა, სამსახურმა საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს ნდობა პროცესებისადმი. ამ მიზნით:

უნდა დაინერგოს გამომძიებლებს შორის საქმეთა შემთხვევითი განაწილების წესი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეჭვები მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით;

წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მაღალკვალიფიციური კადრები. შესაბამისად, სამსახური უნდა დაკომპლექტდეს მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციის მქონე გამოცდილი თანამშრომლებით, ვინაიდან მაღალკვალიფიციურ გამომძიებელთა საკმარისი რაოდენობა პირდაპირ კავშირშია გამოძიების ხარისხიან და დროულ წარმართვასთან;

აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოების კუთხით. ასევე, ანალიტიკური მიმართულების გაუმჯობესების კუთხით, რათა სამსახურის საქმიანობა, პოლიტიკა და რეფორმები იყოს ანალიზზე დაფუძნებული;

სამსახური, როგორც იცით, ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, შესაბამისად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოსთან, არა მხოლოდ კანონმდებლობის დახვეწის, არამედ სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებითაც;

სამსახურის მიმართ ნდობის ამაღლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისი ღიაობა და გამჭვირვალობა. შესაბამისად, ის მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყოს საზოგადოებასთან და პროაქტიულად ავრცელებდეს ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ.

როგორც უკვე აღვნიშნე, რა თქმა უნდა, ეფექტიანი საგამოძიებო სამსახურის ჩამოყალიბება იქნება მთავარი გამოწვევა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვა. უკვე მიღწეული პოზიტიური შედეგების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს ამ მიმართულების შემდგომი განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლიდან დღემდე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის მიერ, არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა, რამაც საზოგადოებაში პერსონალური ინფორმაციის შესახებ ცნობიერების დონე გაზარდა; გაუმჯობესდა საჯარო და კერძო სექტორში მონაცემთა დამუშავების, მათი შენახვის, გაცემის, გადაცემის და გასაჯაროების მდგომარეობა; შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა; გაღრმავდა საერთაშორისო თანამშრომლობა.

მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, კვლავ არსებობს გამოწვევები: საჯარო და კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, შენახვაზე, გაცემაზე, გადაცემაზე და გასაჯაროებაზე პასუხისმგებელ პირებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა იმ წესების შესახებ, რომლებიც უნდა დაიცვან მონაცემების დამუშავების, შენახვის, გაცემის, გადაცემის და გასაჯაროებისას;

არასაკმარისია საჯარო და კერძო უწყებებში პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიები. მათ შორის, ინფრასტრუქტურული გარემო არ იძლევა პირის პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დაცვის ეფექტიან შესაძლებლობას;

საზოგადოებას დღემდე არ აქვს საკმარისი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების მნიშვნელობისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ;

გასაუმჯობესებელია პერსონალური მონაცემების დარღვევაზე შიდა სტრუქტურული მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმები;

არც თუ იშვიათია კერძო და საჯარო უწყებების მხრიდან პერსონალური (მათ შორის, არასრულწლოვანთან დაკავშირებული) მონაცემების არაკანონიერი დამუშავების, შენახვის, გაცემის, გადაცემისა და გასაჯაროების ფაქტები.

შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით განსახორციელებელია შემდეგი ღონისძიებები:

უნდა ჩატარდეს მასშტაბური კამპანიები, საზოგადოებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, შენახვაზე, გაცემაზე, გადაცემაზე და გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერების ამაღლების მიზნით;

უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა კერძო და საჯარო უწყებებთან პერსონალური მონაცემების ავტომატიზირებისა და ელექტრონული ბაზების მოწესრიგების მიზნით;

უნდა გააქტიურდეს სახელმწიფო ინსპექტორის როლი საჯარო და კერძო უწყებებში პერსონალური მონაცემების დასაცავად შიდა კონტროლის მექანიზმების სრულყოფის პროცესში;

უნდა გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დარღვევების დროულად და პროაქტიულად გამოვლენას;

უნდა გადადგას ნაბიჯები პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით და სხვა.

აქვე აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო ინსპექტორი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ადევნებდეს თვალს არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების, შენახვის, გაცემისა და გასაჯაროების პროცესს.

შეჯამების სახით, აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმატება ჩემი აზრით საბოლოო ჯამში, დაეფუძნება რამდენიმე ფაქტორს და ეს ეხება ყველა მიმართულებას:

აუცილებლია სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რომელთა საქმიანობისადმი მაღალი ნდობა ექნება როგორც საზოგადოებას, ისე გამოძიების ქვეშ მყოფ სუბიექტებს;

მნიშვნელოვანია სამსახურის აქტიური თანამშრომლობა”

banner
წინა სტატიაშიგახარიას ვკითხოთ, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება და ქუჩის ბიჭებთან თანამშრომლობა ერთმანეთთან როგორ არის თავსებადი – კახიძე მმართველ გუნდს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის შვილის ნაირი სადისტურად დაჩეხილი შვილები არ მოგაკლოთ ოჯახებში და სანათესაოში ვინც ჩემ შვილს და ოჯახს ლანძღავთ – სარალიძე