9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ლონდა თოლორაია: “ოცნების” ახალი კანონმდებლობით ყველა კრიტიკული იდევნება

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ “ოცნების” ახალი კანონმდებლობით ყველა კრიტიკული იდევნება. მისი თქმით, აღნიშნული საკანონდებლო ცვლილებები ივანიშვილის გუნდმა ხალხის გასაჩუმებლად დააინიცირა.

გადავიდნენ რიგით ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული და კრიტიკული აზრი ამ ხელისუფლების მიმართ. ყველა კრიტიკული აზრი ამ ახალი კანონმდებლობით იდევნება და ეს კანონი არის ფაქტობრივად თქმა იმისი, რომ ან გაჩუმდით, ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნებით მიცემულები”, – აცხადებს ლონდა თოლორაია.

მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. “ოცნება” ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ჰარვარდელ პროფესორთან, ლორენს ლესიგთან შეხვედრაზე-2013 წელი