ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დაკავებულია ერთი პირი

შსს-მ თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თბილისში ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე შურისძიების მოტივით ნაცნობი 1980 წელს დაბადებული დ.ქ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის მრავლობითი მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა რამოდენიმე საათში ბრლადებული თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტროს განცხადება მეტროში დაშავებულებზე
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭო ანა დოლიძის წინააღმდეგ – “პარლამენტში დავაყენებთ საკითხს, რომ ეთიკის ნორმები გავრცელდეს არამოსამართლე წევრებზეც”