ლომჯარიას თქმით, სააკაშვილთან მისი წარმომადგენლის არშეშვება ომბუდსმენის მანდატის დარღვევაა

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას თქმით, მისი წარმომადგენლების პატიმართან არშეშვება სახალხო დამცველის მანდატის დარღვევაა. ამით ის გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც ომბუდსმენის წარმომადგენელი და კონსილიუმის წევრები გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

“პირველი შემთხვევაა ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, როდესაც დაკავებულ პირთან ჩემს წარმომადგენლებს არ მიეცათ შესვლის შესაძლებლობა. ეს წარმოადგენს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას და მანდატის დარღვევას და ჩვენ დაწყებული გვაქვს შესაბამისი პროცედურები. ვიხელმძღვანელებთ ორგანული კანონით და პასუხისმგებელი პირების მიმართ გავატარებთ იმ სანქციებს, რასაც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა”, – თქვა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიკილაძე: ჩუმად აპირებენ მიშას რუსთავში გადაყვანას
შემდეგი სტატია31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება