ლომჯარიას პასუხი პრემიერს

ნინო ლომჯარიას პასუხი ირანიდან საქართველოში დაბრუნებულ პრემიერს – ყოფილი სახალხო დამცველი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, “სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და სომხური „ფორმულა“ და არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება”.

ნინო ლომჯარია “პირველებთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არასდროს იღებს და გადადგმულ ანტიდასავლურ ნაბიჯებს სხვებს აწერს.

ყოფილი ომბუდსმენი იმასაც ამბობს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციების ლიდერებთან ირაკლი კობახიძის შეხვედრა ვიზუალიზაციაა იმისა, თუ სად დგას საქართველო და სად “ქართული ოცნება”.

მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ამითაც გამოირჩევა, რომ პასუხისმგებლობას არ იღებს მომხდარზე და ყოველთვის სხვისი ბრალია. სხვისი ბრალია, რომ გავრილოვი ჩაჯდა მის სკამში, სხვისი ბრალია, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს ჩვენი მეგობრები აღარ უჭერენ უკვე მხარს, რადგან ქართული დიპლომატია ვერ მუშაობს. სხვისი ბრალია, რომ საქართველოს ჯარს შეუჩერეს ჩვენმა პარტნიორებმა დახმარება. სხვისი ბრალია, რომ ის წავიდა ირანში, ტერორისტის გვერდით იჯდა და ა.შ.. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი სურათები და ვიდეო კარგად ასახავს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ეს არის ვიზუალური გამოხატულება, თუ სად ვართ ჩვენ და სად არის ბუნებრივი ადგილი ირაკლი კობახიძის და მისი მთავრობის”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ ირაკლი კობახიძე ირანში ჩავიდა. ჯერ იყო 23 მაისის საეჭვო ვიზიტი ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის დღეს, ახლა კი საქართველოს პრემიერი ქვეყნის ახალი მეთაურის ინაუგურაციას ესწრება. კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიბლინკენი „ჰამასის“ ლიდერის დაღუპვაზე – ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით და მონაწილეობა არ მიგვიღია
შემდეგი სტატიაუკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ სირიაში რუსულ ბაზაზე შეტევა განახორციელა