ლომჯარია: ვადასტურებ, პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის

ვადასტურებ, პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის. გარეთ ნამდვილად ისმის. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ასევე, ესმოდა პალატაშიც, თუმცა, როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ ნამდვილად, შესვლის და გამოსვლის დროსაც, ეს ხმაური დავაფიქსირე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ომბუდსმენის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია.

„კატეს აპარატი ჯერჯერობით დგას დერეფანში და აცხადებენ, რომ ეს დამონტაჟდება. ის მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების მიღებაზე, ის კონტაქტურია“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

https://youtu.be/kzOxCm45J88

 

banner
წინა სტატიაშინიკა სიმონიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს
შემდეგი სტატიასააკაშვილი – გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე, რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა