სამოქალაქო პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ბათუმსა და თბილისში დაკავებულთა შორის ომბუდსმენის აპარატის ყოფილი თანამშრომელი ციალა ქათამიძე და შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი არიან.
“უკანონოდ დააკავეს სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი, უფლებადამცველი ციალა ქათამიძე. დააკავეს ასევე წამების მსხვერპლი, შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი”. – წერს ნინო ლომჯარია.