ლომჯარია: თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ არის საღ გონებაზე

სახალხო დამცველმა ნინი ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში გამართული ექიმთა კონსილიუმის შემდეგ ისაუბრა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალიზაციაზე ჯერ თანხმობა არ განუცხადებია.

ნინო ლომჯარიას თქმით, თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ არის საღ გონებაზე. სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს.

ექიმთა შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით, ანალიზების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მაგრამ გამომდინარე, იქიდან, რომ არის მე-19 დღე შიმშილობის, ნებისმიერ დროს შესაძლოა, გართულდეს მდგომარეობა,ამიტომ პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას.

რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპისთვის ამაზე თანხმობა არ აქვს გაცემული მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ ვმსჯელობთ, რომ სანამ თანხმობას განაცხადებს ადგილზე იყოს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი, თუკი მდგომარეობა გართულდება.

თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ არის საღ გონებაზე. თუმცა თუ ვითრება გართულდა და პაციენტი გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს, მაშინ კრიტიკულ სიტუაციაში ექიმები ვალდებულები არიან, გაუწიონ დახმარება. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშისანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს ამ საქმეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში მედიკოსების მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდება