ლომჯარია სუბარზე – როგორც პროფესიულად, ისე მორალურად ეს განცხადება იყო უღირსი

ყოფილი ომბუდსმენი და “ქართული ოცნების” დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ინფორმაცია ციხეში კრიმინალური სუბკულტურის გავლენების არსებობაზე ტყუილია და ნინო ლომჯარია დაუსაბუთებელად საუბრობს.

“როცა სახალხო დამცველი აკეთებს რაიმე ტიპის განცხადებას მას უნდა ჰქონდეს საბუთი, განსაკუთრებით, როცა ესეთ ბრალდებაზე ლაპარაკი, როგორიც არის სუბკულტურის, კანონიერი ქურდების თუ ვიღაც ავტორიტეტების მიერ გავლენები და მართვა ციხეების, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი”, – ამბობს სოზარ სუბარი.

სახალხო დამცველის თქმით, კი სუბარის ბრალდებები უღირსია, რადგან მან თავადაც კარგად იცის რა ხდება ციხეებში.

“როდესაც ხარ ყოფილი სახალხო დამცველი და საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი რას ნიშნავს შენი საქმიანობის გამო გექმნებოდეს ფიზიკური საფრთხე მე ვფიქრობ, რომ სულ მცირე უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გამოემჟღავნებინა მას… ვიტყოდი, რომ როგორც პროფესიულად, ისე მორალურად ეს განცხადება იყო უღირსი. დარწმუნებული ვარ ის პირველ რიგში არის ინფორმირებული მართვის ამ უკანონო სისტემის თაობაზე”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიმტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტსა” და “კიბერუსაფრთხოების ჯგუფს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა