ლომჯარია – მოსმენების კანონმდებლობა 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ როგორც მის აპარატს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების კანონი არაერთხელ აქვთ გასაჩივრებული, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სუს-ის საიდუმლო ფაილებს, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, თუმცა მისი თქმით, აქამდე მსგავსი შემთხვევების დროული და ეფექტური გამოძიება არ მომხდარა.

“საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს გასაჩივრებული აქვთ მოსმენების კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სუს-მა უკონტროლო რეჯიმში უსმინოს ჩვენ მოქალაქეებს, თუმცა 2018 წლის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო გასულია სათათბირო ოთახში და დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება.

სამართლებრივად, რა თქმა უნდა, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს დანაშაული, თუმცა, რაც აქამდე ყოფილა, ჩვენ არ გვინახავს ეფექტური, დროული გამოძიება და არ გვინახავს დასჯილი პირები ამ სისტემური დანაშაულისთვის”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიდიდი ტყუილი, დიდი სიცრუე და დიდი სისულელე – კალაძე მორგოშიასთან კავშირზე
შემდეგი სტატიაჯანაშია ზურაბიშვილს – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებაზე სააკაშვილის 2013 წლის განკარგულებები გაასაჯაროოს