ლომჯარია მოსამართლეების დანიშვნაზე: ფასადურადაც არ ეცადნენ შეეფუთათ არადემოკრატიული პროცესი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის დანიშვნას გამოეხმაურა. ლომჯარიამ პროცესს ფარსი უწოდა და თქვა, რომ კომიტეტი ბუტაფორიულადაც არ ცდილობდა დემოკრატიული პროცესის შექმნას.

“სახალხო დამცველი ამ ფარსში მონაწილეობას არ იღებდა და დღეს უკვე დამტკიცდა ისიც, რომ იურიდიული კომიტეტი ბუტაფორიულადაც არ ცდილობდა დემოკრატიული პროცესების შექმნას. ჩვენ დავინახეთ, რომ ის მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებსაც მაღალი შეფასებები ჰქონდათ და ყველაზე კვალიფიციურები იყვნენ, ამ კანდიდატებს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

მე ვფიქრობ, რომ დამტკიცდა ის, რასაც ვამბობდით და ნამდვილად არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ პროცესში მონაწილეობას, უბრალოდ მაინც გასაკვირი იყო, რომ კომიტეტი ფასადურად მაინც არ ეცადა შეეფუთა ის არადემოკრატიული პროცესი, რასაც ადგილი ჰქონდა ამ კომიტეტში”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინინო ჯანგირაშვილი: მძიმე დაბეჟილობით და ნაღრძობით გადავრჩი
შემდეგი სტატია“ტვიტერმა” რომან პროტასევიჩს ახალი აკაუნტი დაუბლოკა