ლომჯარია: მაღალია რისკი, რომ თურქეთში ჩაბუქი დაექვემდებაროს წამებას

ახალხო დამცველმა საქალაქო სასამართლოს მიმართა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადაც იმ გარემობებეზე ამახვილებს ყურადღებას თუ რატომ არ უნდა მოხდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირბა თურქეთის რესპუბლიკაში. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დრეს ბრიფინგი გამართა. ლომჯარიას თქმით, ჩაბუქის შემთხვევაში არაერთი გარემოება არსებობს, რის გამოც პირი არ უდა დაექვემდებაროს ექსტრადიციას.

“დღეს მე, როგორც სახალხო დამცველმა, მივმართე საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, სადაც ჩვენ განხილული გვაქვს ის გარემოებები და არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ექსტრადიციის მოთხოვნა და მიგვაჩნია, რომ ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპებს. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, ასევე დაირღვევა ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით აღიარებული პრინციპები. ზემოაღნიშნული აქტებით, დადგენილია რამდენიმე გარემოება, რა შემთხვევაშიც პირი არ უნდა დაექვემდებაროს ექსტრადიციას სხვა ქვეყანაში, ხოლო ბატონი ჩაბუქის შემთხვევაში ადგილი აქვს არა ერთ, არამედ რამდენიმე ასეთ გარემობას, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმის თქმის საფუძველს, რომ პირი არ უნდა დაექვემდებაროს ექსტრადირებას თურქეთის რესპუბლიკაში.” – ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, ჩაბუქის წინააღდეგ ადგილი ქონდეს პოლიტიკურ დევნას და დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

“შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჩაბუქის დევნას პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება არის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი. ”საერთაშორისო ორგანიზაციების და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ წაერთვათ აზრისა და გამოხატვის უფლება. რაც შეეხება მეორე გარემოებას, ასევე მიგვაჩნია, რომ მაღალი არის რისკი და ალბათობა იმისა, რომ პირი შესაძლოა არ დაექვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს განხილვას. თურქეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკაში ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატებთან კონფიდენციალური წვდომის უფლება და ისინი ვერ სარგებლობენ მთელი რიგი პროცედურული გარანტიებით. ასევე, მაღალია რისკი იმისა, რომ პირი დაექვემდებაროს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. არაერთი საერთაშირო ორგანიზაცია საუბრობს, რომ მაღალია ალბათობა და რისკი წამების და არაადამიანური მოპყრობის. ხშირ შემთხვევაში წამების მიუხედავად ამ ფაქტების სათანადო გამოძიება ვერ ხდება და ხშირად მსხვერპლები უკვალოდაც უჩინარდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, თუმცა მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიპლომატიური გარანტიები არ პასუხობს იმ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რაც დადგენილია ექსტრადიციის შემთხვევაში. მთელი რიგი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უარს ეუბნებიან თურქეთის ხელისუფლებას ექსტრადიციის თაობაზე და ადგილობრივი სასამართლოები სათანადო დასაბუთებად არ მიიჩნევენ თურქეთის მიერ გაცემულ დიპლომატიურ გარანტიებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი სასამართლოს მიერაც აღნიშნული გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული.” – განაცხადა ლომჯარიამ.

პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა.

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული ონლაინსესხით მკურნალობს