ლომჯარია: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, რადგან, გასული წლის ძალადობის მთავარი ორგანიზატორები და წამხალისებლები დღემდე დაუსჯელები არიან:

ლექსო ლაშქარავას ფიზიკური ანგარიშსწორება სპონტანურად არ განხორციელებულა. შესაძლებელია ის ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმე მსხვერპლი აღმოჩნდა თავდასხმის, მაგრამ ჟურნალისტებზე თავდასხმა იმ დროს იყო წინასწარ დაგეგმილი. ადამიანებს ალტ ინფოს წარმომადგენლებმა საჯაროდ, ტელევიზიით დაუძახეს და უთხრეს, რომ იქ უნდა მოსულიყვნენ იმის გამო, რომ ეცემათ ჟურნალისტები.
თავდასხმას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, წამხალისებლები , რომლებიც არც ერთი მათგანი დასჯილი არ არის, მიუხედავად მათ მიმართ არსებული საჯარო მტკიცებულებებისა. ამიტომ მე ვერ ჩავთვლი, რომ მართლმსაჯულება აღსრულდა.” ამბობს ნინო ლომჯარია

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია: არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია დასაბრუნებელი
შემდეგი სტატიამაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის წირავს, „ოცნების“ წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ, მადლობა მათ – ხუნდაძე