“ლომჯარია ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს და ობიექტურად კრიტიკული უნდა იყოს” – ოთო კახიძე

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე, ახლადარჩეულ სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიას საქმიანობასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ახალი სახალხო დამცველის მიერ მწვავედ დასმულ პრობლემებს აუცილებლად მოჰყვება თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან, რისთვისაც ლომჯარია მზად უნდა იყოს.
“ახალი ომბუდსმენი მმართველი გუნდის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს და ხელისუფლების მიმართ ობიექტურად კრიტიკული უნდა იყოს” – განაცხადა კახიძემ.

როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, რადგან ხელისუფლებამ ლომჯარიას ნდობა გამოუცხადა და ხელისუფლებაშიც არიან მისი მეგობრები, ამაზე არ უნდა ააგოს საუმბუდსმენო საქმიანობა, უნდა გამოიჩინოს სერიოზული პასუხისმგებლობა და მზად იყოს ყველანაირი გამოწვევისთვის.

banner
წინა სტატიაშიბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასასტუმრო “ლეოგრანდს” სახელს შეუცვლიან