ლომჯარია კეზერაშვილის საქმეზე: ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ შეიძლება იყოს დაწერილი საბოლოო გადაწყვეტილება

ავით კეზერაშვილის საქმეზე კითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ როდესაც ომბუდსმენის აპარატმა უზენაეს სასამართლოს მიმართა და გადაწყვეტილება მოითხოვა, უთხრეს, რომ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი ჰქონდათ.

იმ ფონზე, როდესაც სამოტივაციო ნაწილი არ დაწერილა, ომბუდსმენისთვის სწორედ ეს ფაქტორია საეჭვო:

“ჩემთვის ცოტა უცნაურია, როდესაც ესეთი მაღალი რეზონანსული მნიშვნელობის საქმეზე იღებ გადაწყვეტილებას, როდესაც წლებია მიმდინარეობს საქმის განხილვა და არ არის ძალიან საჩქარო დღეს გადაწყვეტილების მიღება, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ შეიძლება იყოს დაწერილი საბოლოო გადაწყვეტილება” ამბობს ლომჯარია

banner
წინა სტატიაშიგვარამია: “ფორმულას” არ გაატანენ ისე, როგორც “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში მოხდა
შემდეგი სტატია“1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით”