ლომჯარია – კარლ ჰარცელის ელჩობის დროს, მისი პერსონიდან გამომდინარე, გვქონდა კარგი შანსი, წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, რაც არ გამოვიყენეთ – უსამართლოა ის თავდასხმები, რასაც ცუდი, არასწორი ფორმით ვხედავთ

ასეთ ადამიანზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი უსამართლობაა. კარლ ჰარცელის ელჩობის დროს, მისი პერსონიდან გამომდინარე გვქონდა ძალიან კარგი შანსი, რომ წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, რაც სამწუხაროდ არ გამოვიყენეთ, – ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმით, კარლ ჰარცელი ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა მას უთხრა, რომ სხვა პოზიციიდანაც გააგრძელებდა საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

,,საქართველოს ჰქონდა პრივილეგია, რომ ჩვენთან ევროკავშირის ელჩი ყოფილიყო კარლ ჰარცელი. მას ძალიან უყვარდა ჩვენი ქვეყანა, სჯეროდა და სწამდა ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების. მქონდა მასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, სადაც მითხრა, რომ სხვა პოზიციიდანაც გააგრძელებდა საქართველოს მხარდაჭერას და ყველაფერს გამოიყენებდა იმისთვის, რომ მისი პარტნიორი პოლიტიკოსებისთვის ეთხოვა, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ასეთ ადამიანზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც აბსოლუტურად მიუღებელი და ძალიან დიდი უსამართლობაა. კარლ ჰარცელის ელჩობის დროს, მისი პერსონიდან გამომდინარე გვქონდა ძალიან კარგი შანსი, რომ წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, რაც სამწუხაროდ არ გამოვიყენეთ. ძალიან უსამართლოა ის თავდასხმები, რასაც ცუდი, არასწორი ფორმით ვხედავთ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – ჩემი მთავარი შეთავაზება ევროპარლამენტარების მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება პუნქტების შესრულება ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხრიდან
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ კარლ ჰარცელს ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობას უხდის