ლომჯარია კალაძეზე: ლომჯარია კალაძეზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მედიასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი კომენტარები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს.

“რა თქმა უნდა, ამ განცხადებას შევისწავლით. წინასწარ არ გავაკეთებ კომენტარს დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით, რადგან წარმოებას დავიწყებთ და შევისწავლით, თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს. ალბათ წარმოუდგენელი იქნება, მაგალითად სახალხო დამცველმა შეუზღუდოს მედიის რომელიმე წარმომადგენელს დასწრება ჩვენს ბრიფინგებზე, იგივე ეხებათ სხვა საჯარო დაწესებულებებს”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია და ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და თბილისის სახელით ევროპის საბჭოს კონგრესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა