ლომჯარია: ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, კარტოგრაფების საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.

ამასთან, ნინო ლომჯარიას თქმით, ბრალდებულების მიმართ აგრესიული განწყობების ჩამოყალიბებას საქმის პოლიტიზირებამ შეუწყო ხელი.

შეგახსენებთ, გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ “მოღალატე” , „გამყიდველი“ უწოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: ჩემი აზრით ყველანაირი გონივრული ვადა მიეცა ოპოზიციას
შემდეგი სტატიაელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა