ლომჯარია – ი​მედი მაქვს, რომ გადაიდგმება პრევენციული ნაბიჯები და 5 ივლისს ყველა მოქალაქე სათქმელს იტყვის ფიზიკური თავდასხმის გარეშე

პრაიდის მონაწილეებს და ორგანიზატორებს საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს უფლებას მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი სათქმელი. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას მათი უსაფრთხოება, თითოეული მოქალაქის შეკრების და გამოხატვის უფლება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ პრევენციული ნაბიჯები გადაიდგმება და ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება.
„ჩვენ ვხედავთ მუქარის შემცველ მესიჯებს გარკვეული აგრესიული ჯგუფების მხრიდან, მათ შეუძლიათ შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება, თუმცა მშვიდობიანი ფორმით. თუ ეს იქნება ძალადობრივი ფორმა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება. იმედი მაქვს, რომ ის წინასწარი ღონისძიებები, რაც ახლა მიმდინარეობს, მოგვიტანს შედეგს, გადაიდგმება პრევენციული ნაბიჯები და ყველა მოქალაქე სათქმელს იტყვის ფიზიკური თავდასხმის გარეშე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდოლარის მილიონერების სიამ 20 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატიასაქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვია