ლომჯარია: გვარამიას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა აიღონ

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რამზან კადიროვის მიერ დაკვეთილ მკვლელობას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა აიღონ.

“ზედამხედველობა უნდა აიღოს უსაფრთხოების სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა. თუ ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგა საკმარისი ნაბიჯები, როგორც მისი უსაფრთხოების დაცვის, ასევე გამოძიების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ რეაგირება და დავიცვათ მისი ინტერესები, თუმცა რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხის დაცვა, ეს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის და სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია.

მქონდა კომუნიკაცია ნიკა გვარამიასთან, თუ არსებობს რაიმე მასალა, რაც პირის უფლებრივი დაცვის საკითხს გაგვიადვილებს, რა თქმა უნდა, მზად ვართმ, ეს მასალები მივიღოთ და მხარეს მოვუსმინოთ”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ ფაჩუაშვილი: სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში
შემდეგი სტატიაგოცირიძე: “ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა