ლომჯარია: გაყალბება იყო სისტემური, ფართომასშტაბიანი, ამიტომ არ გამოხატავს ეს შედეგები ქართველი ხალხის ნებას

„ჩემი გზავნილი არის ეს – გაყალბება არ ნიშნავს გამარჯვებას! დღეს იკრიბება თვითგამოცხადებული პარლამენტი. ეს ადამიანები აქ მოვიდნენ არჩევნების გაყალბების გზით. ფაქტებით და მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა არც საყოველთაო, არც თავისუფალი, არც ფარული. გაყალბება იყო სისტემური, ფართომასშტაბიანი, ამიტომ არ გამოხატავს ეს შედეგები ქართველი ხალხის ნებას. დღეს, რეალურად, ეს თვითგამოცხადებული ადამიანები იკრიბებიან სრულიად მარტო ამ შენობაში. ისინი დარჩნენ მარტო, საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის გარეშე და თვითონ რასაც უნდა, აკეთებენ. ცოტა სასაცილოა გარედან ეს ყველაფერი. თვითონ შეიკრიბნენ მარტო, თვითონ ინაწილებენ როლებს და ამ დროს, თვითონ იციან ყველაზე კარგად, რომ არჩევნები გააყალბეს. თავად გააკეთეს ეს და ახლა უწევთ ითამაშონ, თითქოს მოიგეს ეს არჩევნები“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას დაინგრნენ თუ დამცირდნენ. ძალიან საინტერესოა, რამდენი დაწერს განცხადებას
შემდეგი სტატიაგიგაური: ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანია, ვინც ეს პარლამენტი აირჩია