ლომჯარია – დოკუმენტების მოცულობამ, დეტალურობამ შოკში ჩამაგდო

“გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო” – ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, კრებსებში საკუთარი თავიც იპოვა და დაადასტურა, რომ საუბარი ნამდვილად შედგა.

“გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო. ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია ნამდვილად, რადგან აქ საუბარი არ არის 10, 20, 30 ადამიანზე, საუბარია, ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე.

მიზანი ალბათ არის, რომ ყველა პირის შესახებ, მათი ყველაზე სუსტი წერტილების თუ კავშირების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია, და საჭიროების შემთხვევაში, თუ ოდესმე რამეში გამოადგებათ, სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური მიზანია, გამოიყენებენ. საშინელ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – თქვა ნინო ლომჯარიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილმა წილკანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიაანზორ მელიამ დარჩელში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა