მთელი საქართველო იდგა აპრილი-მაისის აქციებზე, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა მიგვეღო ის სამწუხარო შედეგი, რაც დღეს დადგა – ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან მარშის სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს.
„მთელი საქართველო იდგა აპრილი-მაისის აქციებზე, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდოდა მიგვეღო ის სამწუხარო შედეგი, რაც დღეს დადგა – ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქისთვის, რომლის დაკვეთაც იყო დღევანდელი მარში და მსვლელობა, რომ მთელ დასავლურ ცივილიზაციას დავანახოთ [ხალხის ნება]. დასავლურ ცივილიზაცია თვალს გვადევნებს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ხალხის სათქმელსა და არჩევანს, იმას, რომ ქართველი ხალხი ერთგულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში იმ ქვეყნებთან ერთად ვხედავთ, რომელთანაც ღირებულებითი ერთობა გვაერთიანებს“, – განაცხადა ლომჯარიამ