ლომჯარია ბაჩალიაშვილზე-პროკურატურაში ამბობენ, რომ FBI-ის საქმეში ჩართვის მზაობა არ აქვს

პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ FBI-ის ამ ეტაპზე გამოძიებაში ჩართვის მზაობა არ აქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, პირველი შთაბეჭდილებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და დიდი რაოდენობით მასალაა მოპოვებული.

“როგორც FBI-თან თანამშრომლობაზე განგვიცხადეს, იყო წინასწარი კონტაქტი ატაშესთან, თუმცა, როგორც აცხადებენ, FBI-ის განცხადებით, ეს მათი კომპეტენცია არ არის. პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ FBI-ის ამ ეტაპზე გამოძიებაში ჩართვის მზაობა არ აქვს. დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. როგორც ვიცი, სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართული აქვთ Facebook-თვის, Google-თვის და სხვადასხვა კომპანიებისთვის და ამ ნაწილში წარმატებით თანამშრომლობენ”, – აცხადებს ომბუდსმენი.

ლომჯარიას თქმით, მთავარი თხოვნა ბაჩალიაშვილის საქმეზე ოჯახს ჰქონდა თუ რამდენად იყო შესაძლებელი სატელიტის სურათები მოპოვება.

“ეს საკითხი დავაყენე და გენერალურ პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ დაწყებულია მთელი რიგი მოქმედებები, რომ მოპოვებულ იყოს სატელიტის სურათები. ამ მიმართულებით გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-რუსეთისთვის დეზინფორმაცია ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია, რასაც სიმართლეს დავუპირისპირებთ
შემდეგი სტატიაქედაში მანქანა ხევში გადავარდა, დაშავებულია დედა-შვილი