ლომჯარია – აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გააგრძელოს მუშაობა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, კარგი იქნება, თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საზოგადოებას ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რაც მეტი ექსპერტი ჩაერთვება და რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი, საზოგადოებაში უფრო მეტი ნდობა იქნება.

„ძალიან კარგი იქნება, თუ რეგულარულად გავრცელდება ინფორმაცია. ასევე, აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გააგრძელოს მუშაობა, ის გახდეს უფრო მეტად რეგულარული, გაფართოვდეს მისი შემადგენლობა. პარალელურად, ასევე იმუშავებს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი. რაც მეტი ექსპერტი ჩაერთვება და რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება ნდობა ამ პროცესის მიმართ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი შეფასებით, სახალხო დამცველის მუlტიფუნქციური ჯგუფის შექმნით და ციხეში ვიზიტის შემდგომ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა იარსებებს.

„კერძოდ, ექსპერტები გვეტყვიან, არის თუ არა ადგილზე პირობები და შესაძლებლობები, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს პატიმრის სათანადო რეაბილიტაცია ან მკურნალობის გაგრძელება მისი შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ამ საკითხის შეფასებისას იხელმძღვანელებს სწორედ ექსპერტების მიერ მიღებული რეკომენდაციებითა და დასკვნით და არა პოლიტიკოსების”, – განაცხადა ლომჯარიამ.

წინა სტატიაშიხუციშვილი – 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი
შემდეგი სტატიაოპოზიციის წევრებს მარჯანიშვილზე უცნობი პირმა შეურაცხყოფა მიაყენა