ლომია: კარგი იქნება, კრამერი თუ ბოდიშს მოიხდის, ვაპირებთ აშშ-ის საელჩოში ნოტის გაგზავნას

region
ავტ.: region სექტემბერი 11, 2019 16:02

ლომია: კარგი იქნება, კრამერი თუ ბოდიშს მოიხდის, ვაპირებთ აშშ-ის საელჩოში ნოტის გაგზავნას

“ბატონმა კრამერმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქალბატონ ირმას და ზოგადად ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ მისი საქციელი არის არაადეკვატური. ხელების შლა, ჟურნალისტების გაგდება… როდესაც ჩამოდიხარ, ხარ ამ ქვეყნის სტუმარი და უნდა იცოდე როგორ უნდა მოექცე მასპინძელს. ჟურნალისტების გაგდება, ქალბატონ ირმასთან ესეთი საუბარი, ეს ყველაფერი საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ მისი საქციელი იყო არაადეკვატური და ამის გამო, კარგი იქნება თუ თვითონ მოიხდის ბოდიშს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამერიკის საელჩოში ნოტის გაგზავნას. ”-ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის წევრიმა გიორგი ლომიამ განაცხადა.

10 სექტემბერს ინაშვილი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ინაშვილთან ერთად, თბილისი რუმსში მივიდა ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა. შეჭრის მცდელობისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა.

region
ავტ.: region სექტემბერი 11, 2019 16:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics