ლომია გახარიას: ყველას უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რატომ უნდა ვიჩაგრებოდეთ ჩვენ?

region
ავტ.: region სექტემბერი 7, 2019 12:00

ლომია გახარიას: ყველას უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რატომ უნდა ვიჩაგრებოდეთ ჩვენ?

“ბატონო გიორგი, როგორც მთავრობის მომავალ მეთაურს, ისე მინდა გკითხოთ – გაქვთ თუ არა დაგეგმილი რუსეთთან დიალოგის დაწყება უკვე სამთავრობო ფორმატში თუ ისევ ვრჩებით ჟენევის ფორმატში, რომელმაც 48 რაუნდი ჩაამთავრა და შედეგი არის ნული? არის თუ არა დაგეგმილი რუსეთთან დიალოგი? მე ტრამპის განცხადებებს ვისმენ, მაკრონის განცხადებებს ვისმენ, ყველას უნდა რუსეთთან ურთიერთობა, ყველა ცდილობს რუსებთან რამენაირად, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც სავაჭრო პარტნიორთან, როგორც პოლიტიკურ პარტნიორთან, დაალაგოს ურთიერთობა, მიუხედავად იმ სანქციებისა,. რომელსაც თვითონ წერენ.

რატომ უნდა ვიჩაგრებოდეთ მარტო ჩვენ? ის, რაც მას აქვს გაკეთებული, ამ ხაზს არ გადავუხვიოთ, მაგრამ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, უსაფრთხოების თვალსაზრისით იქნება თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ კუთხით ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა პირველ რიგში არის საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. თუ ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ოდნავ ეკონომიკა, თუ შეგვიძლია შევუმსუბუქოთ გლეხს თუ სხვა მოქალაქეს ცხოვრება იმით, რომ ის გაიტანს პროდუქციას, ან გავა სამუშაოდ რუსეთში, რატომ არ უნდა შევუმსუბუქოთ? მუდმივად რატომ უნდა ჩნდებოდეს კითხვა – ვის სამსახურში ხართ, ხალხის თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის, რომელიც მართავს საქართველოს უცხოეთიდან? რატომ უნდა გვეშინოდეს იმის თქმის, რომ თუ საქართველოს ინტერესებშია სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან, უნდა გვქონდეს, თუ საქართველოს ინტერესებშია მიმოსვლა რუსეთთან, უნდა გვქონდეს, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებია ”- განაცხადა პატიორთა ალიანსის დეპუტატმა გიორგი ლომიამ პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართავისას

region
ავტ.: region სექტემბერი 7, 2019 12:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics